შინაარსზე გადასვლა

ევროპული საქართველო

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის
ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ხელმძღვანელობა
თავმჯდომარე გიგა ბოკერია
გენერალური მდივანი აკაკი ბობოხიძე
ისტორია
დაფუძნდა 13 იანვარი, 2017
პოზიციები
იდეოლოგია ლიბერალიზმი
ეკონომიკური ლიბერალიზმი
ევროატლანტიზმი
პოლიტიკური პოზიცია ცენტრიზმი, მემარჯვენე-ცენტრიზმი
საერთაშორისო კავშირები
ევროპული აკრედიტაცია EPP-ს ასოცირებული წევრი
წარმომადგენლობითობა
პარლამენტი
0 / 150
საკრებულოები
18 / 2 068
თბილისის საკრებულო
0 / 50
ფერები          
შტაბ-ბინა ვასილ ბარნოვის ქუჩა, №40, თბილისი, საქართველო
europeangeorgia.ge

ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის — პოლიტიკური პარტია საქართველოში. საჯარო რეესტრში, როგორც პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა 1999 წლის 28 მაისს და თავმჯდომარეობდა გიგი წერეთლის მამა ნუგზარ წერეთელი. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გამოეყო ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და პარლამენტში 21 მანდატი მიიღო. 2017 წლის 30 იანვარს „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ პრეზენტაცია გაიმართა, სადაც გენერალურ მდივნად დაინიშნა გიგი უგულავა.

2017 წლის 27 მაისს გაიმართა „ევროპული საქართველოს“ დამფუძნებელი ყრილობა სადაც პარტიის 500-მდე ხმოსანმა დელეგატმა პარტიის და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური მდივანი აირჩიეს, ასევე დამტკიცდა პარტიის სახელწოდებაც, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“.

2021 წლის 10 აპრილს პარტიის თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს. პარტიის პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელია გიგი წერეთელი, ხოლო საგარეო საქმეთა მდივანია გიორგი კანდელაკი.[1]

2024 წლის 3 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პარტიამ ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილ „ქართულ ქარტიას“.[2]

პოლიტიკური პლატფორმა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამფუძნებელთა განცხადებით, „ევროპული საქართველო“ არის პარტია, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებებს, მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას და ყველა მოქალაქისთვის თანაბარი სასტარტო პირობების შექმნას. ევროპული საქართველო არის მემარჯვენე-ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკური ძალა და წარმოადგენს მკაფიოდ გამოკვეთილი საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის მქონე გაერთიანებას, რომლის პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს ევროპულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულ ინტეგრაციას.

ორგანიზაციული სტრუქტურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტიის ხელმძღვანელი ორგანოა ყრილობა. პარტიის პოლიტიკას განსაზღვრავენ თავადვე პარტიის ლიდერები. ორგანიზაციულ მუშაობას წარმართავს გენერალური მდივანი. პარტიას გააჩნია პოლიტიკური საბჭო, თავად პარტია კი გადაწყვეტილებების აღმასრულებელია. პარტია არის ევროპის სახალხო პარტიის ასოცირებული წევრი.

პარტიის თავმჯდომარეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სახელი სურათი წელი
1 დავით ბაქრაძე 2017-2021
2 გიგა ბოკერია 2021-

შედეგები არჩევნებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
არჩევნები ხმები % მანდატები +/– სტატუსი
2020 72 986 3,79
5 / 150
ახალი ოპოზიცია
არჩევნები კანდიდატი ხმები % შედეგი
2018 დავით ბაქრაძე 174 849 10,97 მესამე ადგილი
არჩევნები ხმები % მანდატები +/–
2017 156 232 10,4
166 / 2 043
ახალი
2021 29 251 1,66
18 / 2 068
148

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]